Signify 2021 წლის დასაწყისში, პანდემიის პერიოდში დაარსდა, როდესაც ბიზნესების უმეტესობას დისტანციურ მუშაობაზე გადაწყობა მოუწია. იმ პერიოდში, კონტრაქტების ტრადიციული მეთოდებით (კალამი და ფურცელი) მართვა თითქმის შეუძლებელი გახდა და კომპანიებს დაკონტრაქტების ახალ ფორმაზე გადაწყობის საჭიროება დაუდგათ.
"ელ. ხელმოწერის სტარტაპი ხომ არ დაგვეწყო?" - და ასე შეიქმნა Signify. სულ რაღაც სამ თვეში შევქმენით უფასო MVP ვერსია, რომელიც მომხმარებელს ელექტრონული ხელმოწერების გამოცდილებას სთავაზობდა. ექვს თვეში ჩვენმა პროდუქტმა product-market fit-ის ვალიდაცია გაიარა და შესაბამისად კიდევ უფრო მეტი ინვესტირება განვახორციელეთ ჩვენი მისიის შესასრულებლად.
დღეს ვამაყობთ, რომ უკვე 500,000-ზე მეტ უნიკალურ მომხმარებელს მივწვდით, ვისაც მინიმუმ ერთხელ გამოვაცდევინეთ ელ. ხელმოწერის კომფორტი.