სამართლებრივი საფუძვლები

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ელექტრონული ფორმით გამოხატული სამართლებრივი ნება ეტაპობრივად ანაცვლებს ფიზიკურ დოკუმენტზე ხელმოწერას. როგორც საქართველოს, ისე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობის მიხედვით, ელექტრონულად ხელმოწერილ დოკუმენტს აქვს სამართლებრივი ძალა.

image

ადგილობრივი კანონმდებლობა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად [მუხლი 134] „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ელექტრონულ დოკუმენტს აქვს მტკიცებულების ძალა“

ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ” საქართველოს კანონი:

“[1.2] ეს კანონი არ ზღუდავს ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების უფლებას, საკუთარი არჩევანის შესაბამისად გამოიყენონ მატერიალური დოკუმენტი ან/და პირადი ხელმოწერა, აგრეთვე ამ კანონისგან განსხვავებული პირობების შესაბამისად შესრულებული ელექტრონული დოკუმენტი ან/და ელექტრონული ხელმოწერა”.

„[3.6] დაუშვებელია ადმინისტრაციული წარმოებისას და სასამართლოში სამართალწარმოებისას ელექტრონულ დოკუმენტზე უარის თქმა მხოლოდ იმ მოტივით, რომ ის ელექტრონული ფორმითაა წარდგენილი“

„[3.7]. დაუშვებელია ადმინისტრაციული წარმოებისას და სასამართლოში სამართალწარმოებისას ელექტრონული ხელმოწერისათვის ან/და ელექტრონული შტამპისათვის მტკიცებულებითი ძალის მინიჭებაზე უარის თქმა მხოლოდ იმ მოტივით, რომ ის არ აკმაყოფილებს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისათვის ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპისათვის ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს“

საერთაშორისო კანონმდებლობა

საქართველოს ადგილობრივი კანონმდებლობა იმეორებს ევროკავშირის დირექტივის მიდგომას ელექტრონული ხელმოწერის მიმართ, კერძოდ No 910/2014 დირექტივა რომლის თანახმად: “[მუხლი 25] ელექტრონულმა ხელმოწერამ, როგორც მტკიცებულებამ, არ შეიძლება დაკარგოს იურიდიული ძალა ან არ შეიძლება იქნას ცნობილი დაუშვებლად მხოლოდ იმის საფუძველზე რომ ის არის ელექტრონული ფორმით და არ აკმაყოფილებს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისათვის დადგენილ მოთხოვნებს

მტკიცებულების რეპორტი

თითოეული ხელმოწერილი დოკუმენტისთვის Signify.ge სისტემაში იქმნება მტკიცებულების რეპორტი, რომელიც შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

  • ხელმომწერი პირის ელ.ფოსტის მისამართს ან/და ტელეფონის ნომერს
  • ხელმომწერი პირის სახელს, გვარს
  • მოწყობილობის IP მისამართს, რომლითაც ისარგებლა ხელმომწერმა
  • ხელმოწერის დროს და თარიღს
  • ხელმოწერილი დოკუმენტის ჰეშ კოდს
  • ტექნიკური მოწყობილობის [პერსონალური კომპიუტერი, სმარტ - ტელეფონი და ა.შ.] იდენტიფიკატორს და ბრაუზერის ვერსიას რომლის გამოყენებითაც ხდება ხელმოწერა

მომხმარებელს შეუძლია თითოეული ხელმომწერისთვის მოითხოვოს დამატებითი იდენტიფიკაცია/ავთენტიფიკაცია, მათ შორის:

  • SMS OTP - ხელმოწერის დადასტურება SMS ერთჯერადი კოდით
  • ვიდეო იდენტიფიკაცია - პირადობის მოწმობის ან პასპორტის დასკანერებით და დინამიური სელფის გადაღებით (Remote ID & Liveness)
  • კვალიფიციური ელ. ხელმოწერა - ხელმოწერა ID ბარათის ან კომპანიის ელ.შტამპის სერტიფიკატით

Ზემოაღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე სრულად იდენტიფიცირებადია ხელმომწერი პირის ვინაობა და ხელმოწერის ფაქტი.

Signify.ge-ზე ნებისმიერი ატვირთული დოკუმენტი ავტომატურად კონვერტირდება PDF ფორმატში და ყოველთვის ინახება დაშიფრული სახით.

დოკუმენტიც და მტკიცებულების რეპორტიც ხელმოწერილია ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატით, რაც უზრუნველყოფს იმის გარანტიას, რომ ხელმოწერილი დოკუმენტის მთლიანობა დაცულია და ხელმოწერის შემდეგ მასში ცვლილებების შეტანა შეუძლებელია.

თითოეული ხელმოწერისას დაცულია გრძელვადიანი ვალიდურობა (LTV).

შედარება მატერიალურ ხელმოწერასთან

პრაქტიკაში, უმრავლეს შემთხვევაში არ ხდება მატერიალური ხელმოწერის გამოყენება “სრული წესების” დაცვით (როცა ხელმოწერა ხდება ყველა მხარის თანდასწრებით, ყველა გვერდზე, ხდება ხელმომწერი პირის ვიზუალური იდენტიფიცირება და ა.შ.). უმეტეს შემთხვევაში მხარეები ერთმანეთს კურიერის/ფოსტის საშუალებით აწვდიან დოკუმენტებს. კიდევ უფრო გავრცელებული პრაქტიკაა ელ. ფოსტით სკანირებული დოკუმენტების გაცვლა. თუ აღწერილ, პრაქტიკაში გავრცელებულ შემთხვევებს გავაანალიზებთ, საკმაროდ მაღალია რისკი, რომ ზუსტად დადგინდეს:

  • ხელმომწერის ვინაობა
  • ხელმოწერილი დოკუმენტის მთლიანობა (რომ ზუსტად ამ დოკუმენტს მოეწერა ხელი)
  • ხელმოწერის დრო

საპირისპიროდ, Signify-ს მეშვეობით განხორციელებულ ელექტრონულ ხელმოწერას ბევრად მეტი მტკიცებულება აქვს, რაც წარმოდგენილია მტკიცებულების რეპორტში (იხ. ზემოთ).

უსაფრთხოება

Signify.ge განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თავისი მომხმარებლების პერსონალური მონაცემების თუ სხვა სენსიტიური ინფორმაციის [კომერციული საიდუმლო, დოკუმენტების შინაარსი და ა.შ.] დაცვას. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.

ინფორმაციის შესანახად ჩვენ მიერ ხდება Amazon ქლაუდ სერვერების (AWS Cloud) გამოყენება, რომელიც განთავსებულია სტოკჰოლმში. თავის მხრივ, შვედეთის სამეფო სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის მიერ განსაზღვრულია იმ ქვეყნებს შორის, სადაც პერსონალური მონაცემების გადაცემა უსაფრთხოა.