დაისვენე და დაასვენე - საზაფხულო კამპანია Signify-სგან

image

დასაჩუქრდი ROOMS Hotel-ში დასვენებით! ჩვენი კამპანია 2 კვირით გრძელდება

იცნობ ისეთ ადამიანს, ვისაც არ ასვენებს დოკუმენტებთან დაკავშირებული ბიუროკრატიული პროცესები? დაეხმარე, გაათავისუფლე ფურცლომანიისგან და დასაჩუქრდი დასვენებით.

როგორ? 👉 მოგვაწოდე მისი საკონტაქტო ინფორმაცია და იმ შემთხვევაში, თუ შენგან რეკომენდებული პირი Signify-ს 1 წლიან გეგმას შეიძენს, ძალიან კარგ სასტუმროში დასვენება ჩვენზე იყოს. აი, ასე, შენ ისვენებ სასტუმროში, შენი ნაცნობი კი მტანჯველი ფურცლომანიისგან! 

ვინ ვის დაასვენებს?

გაიხსენე შენი თავი Signify-მდე, რამდენი რამის ხელით კეთება გიწევდა, რამდენ დროს კარგავდი უაზროდ. სამწუხაროდ დღეს ძალიან ბევრი ისევ იქაა, ფურცლომანიის ტყვეობაში. თუ იცნობ ასეთ ადამიანს, დაგვაკავშირე:

  • ჩვენ მას ბიუროკრატიისგან დავასვენებთ Signify-ს პლატფორმის დახმარებით;
  • შენ კი დაგასვენებთ პირდაპირი მნიშნველობით, ROOMS-ის ნებისმიერ სასტუმროში.
image

როგორ დავისვენო ROOMS-ში Signify-ს ხარჯზე?

  • დაფიქრდი, შენს სანაცნობო წრეში ვის სჭირდება ბიუროკრატიასთან განშორება სასწრაფოდ?
  • შეავსე ეს სარეგისტრაციო ფორმა და მოგვაწოდე მისი საკონტაქტო ინფორმაცია (ბოლო ვადა 15 აგვისტოა);
  • ჩვენ მას დავეკონტაქტებით, შენ კი მანამდე იფიქრე, ROOMS-ის რომელ სასტუმროში გესიამოვნებოდა დასვენება;
  • როცა შენი ნაცნობი Signify-ს 1 წლიან გეგმას შეიძენს, რომლის ფასიც შეგახსენებთ 708 ლარიდან იწყება, შეგიძლია ბარგის ჩალაგება დაიწყო, ვაუჩერსაც მალე დაგაწევთ.
image

სად დაგასვენებთ

კამპანიის მონაწილე თავად აირჩევს ROOMS Hotel-ის რომელ სასტუმროში დაისვენებს:

  • ROOMS Kazbegi-ში, გასაოცარი პეიზაჟებისა და კავკასიონის  ფონზე;
  • ROOMS Kokhta-ში, სადაც დაგხვდება ალპური ზაფხულის გრილი ჰავა;
  • ROOMS Batumi-ში მე-19 საუკუნის შენობაში განთავსებულ 5 ვარსკვლავიან სასტუმროში;
  • ROOMS Tbilisi-ში, მართალია დედაქალაქშია, მაგრამ დასვენების ყველა პირობა აქვს.

ვაუჩერი მოიცავს 2 ადამიანის განთავსებას 1 ღამით და საუზმით. რაც მთავარია, იმდენ ვაუჩერს მიიღებთ, რამდენი რეკომენდებული პირიც შეიძენს ჩვენს 1 წლიან გეგმას.

image

კამპანიაში მონაწილეობის პირობები:

  • სარეგისტრაციო ფორმის შევსების ვადაა 15 აგვისტო. ვადა, კი რა დროშიც შენ მიერ რეკომენდებულმა პირმა შენაძენი უნდა გააკეთოს ფორმის შევსებიდან 1 თვეა;
  • შენს მიერ რეკომენდებული პირი ან კომპანია, სადაც იგი მუშაობს, არ უნდა იყოს Signify-ს უკვე არსებული კლიენტი;
  • უნდა დარწმუნდე, რომ მოპოვებული გაქვს რეკომენდირებული პირის თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა) Signify-სთვის პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გაზიარებასთან დაკავშირებით. 
  • საჩუქარს მიიღებ მას შემდეგ რაც რეკომენდებული პირი შეიძენს 1 წლიან ბიზნეს, ბიზნეს პროსა ან ენტერპრაის გეგმას (კამპანიის პირობებში არ შედის პერსონალური გეგმა, რომელიც უფასოა და ნებისმიერ პირს შეუძლია დარეგისტრირდეს);
  • რეკომენდებულ პირთან წარმატებული შეთანხმების შემთხვევაში სატელეფონო ზარით შეგატყობინებთ და გადმოგცემთ საჩუქარს 2-4 სამუშაო დღის განმავლობაში;
  • კამპანიაში არ აქვთ მონაწილეობის მიღების უფლება Signify-ს თანამშრომლებს.

 

მოითხოვე ზარი

დაგვიტოვე შენი ნომერი, ჩვენ მალე დაგირეკავთ