მონეტა ექსპრესმა სერვის ცენტრებიდან ფურცლები გააქრო

image

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “მონეტა ექსპრეს ჯორჯია” 15 წელია მოღვაწეობს საქართველოს საფინანსო სექტორში. ორგანიზაციამ აქტიური ფინანსური საქმიანობა 2007 წლიდან დაიწყო დღეს კი 9 ფილიალს ფლობს საქართველოს მასშტაბით.

მონეტა ექსპრესი გახდა პირველი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელმაც ყველა ფილიალის ფრონტ-ოფისში Signify Pad-ებით ბიომეტრიული ხელმოწერა დანერგა და სრულიად გააქრო ფურცლები კლიენტთა მომსახურების პროცესიდან. 

Signify-ს პადების დანერგვის შესახებ კომპანიის გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმდჯომარე, ზვიად გუბელაძე გვესაუბრა.

image

გამოწვევა

მონეტა ექსპრესის თითოეული ფილიალი ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელს ემსახურება და ფურცლებზე ხელმოწერა ამ მომსახურების განუყოფელი ნაწილი იყო. ფურცლების გამოყენება ერთი მხრივ ხარჯებთან და გართულებულ საოპერაციო პროცესებთანაა დაკავშირებული:

  • ყოველდღიურად გიწევს იზრუნო კარტრიჯების დამუხტვაზე, ფილიალებში საჭირო რაოდენობის ფურცლების, ფაილების და სხვა საკანცელარიო მასალის დისტრიბუციაზე;
  • თანამშრომლებს უწევთ ე.გ. "დღის დახურვისთვის" ყველა ამობეჭდილი დოკუმენტის შეგროვება რეესტრების მიხედვით და საოპერაციო სისტემასთან დადარება/უზუსტობების გასწორება;
  • ფიზიკური ლოკაციის გამოყოდა არქივისთვის და ფილიალებიდან არქივში დოკუმენტების მუდმივი ტრანსპორტირება.

თუმცა რაც ჩამონათვალზე არანაკლებ მნიშნველოვანია მომსახურების გაჭიანურებული დრო, იმის გამო, რომ მომსახურე პერსონალს და მომხმარებელს უწევთ ფურცლებთან გამკლავება. 

image

გადაწყვეტა

ზემოთ ჩამოთვლილი გამოწვევების გადასალახად მონეტა ექსპრესმა 2024 წლის თებერვალში ფრონტ-ოფისში დოკუმენტბრუნვა გააციფრულა Signify პადების საშუალებით. პადი წარმოადგენს ელექტრონულ მოწყობილობას, რომელზეც შესაძლებელია ბიომეტრიული ხელმოწერის განთავსება და ეს ხელმოწერა ექსპერტიზებადია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ.

მოხდა Signify-ს პადების მონეტა ექსპრესის საოპერაციო სისტემასთან ინტეგრირება. ამით კი მომსახურების პროცესი ძალიან გამარტივდა:

  • კლიენტთა მომსახურებისას დოკუმენტის ინიცირება ხდება საოპერაციო სოფტიდან და დოკუმენტი ხელმოსაწერად პადზე იგზავნება;
  • მომხმარებელი დოკუმენტზე ხელს აწერს Signify-ს პადზე; 
  • ხელმოწერილი ელექტრონული დოკუმენტის ლინკს მომხმარებელი SMS-ით იღებს. 
image

როგორი იყო დანერგვის პროცესი

9-ვე ფილიალში პადების დანერგვას დაახლოებით 1 თვე დასჭირდა, ინტეგრაციას კი - რამოდენიმე დღე. დანერგვა მოხდა ეტაპობრივად. თავდაპირველად სატესტოდ გაეშვა საპილოტე პროექტი ყველაზე პატარა ფილიალში. 

დაკვირვების ობეიქტს არა მხოლოდ საოპერაციო პროცესები წარმოადგენდა, არამედ, და უფრო მეტად, კლიენტთა რექაცია - უარყოფითად არ მიეღოთ ცვლილება და არ მოეთხოვათ ამობეჭდილი დოკუმენტები. 

image

ბიზნეს შედეგი სულ რამოდენიმე კვირაში

მიუხედავად იმისა, რომ პადები რამოდენიმე თვეა გაეშვა, შედეგების დანახვა უკვე შესაძლებელია:

  • მომსახურების დრო ასწრაფდა და კლიენტებიც კმაყოფილები არიან;
  • თანამშრომლები ბედნიერები არიან, ვინაიდან "დღის დახურვას" 30-40 წუთის ნაცვლად 10 წუთში ასრულებენ და სახლში დროულად მიდიან;
  • შემცირდა საოპერაციო ხარჯები და რაც მთავარია, დოკუმენტების 2 არქივიდან 1 უკვე დაიხურა.
image

Signify პადები

გაიგე მეტი Signify-ს პადების შესახებ ჩვენს ვებ გვერდზე
თუ გსურს შენც გამოცადო Signify პადები კომპანიაში, ან გაქვს კითხვები - მოგვწერე: info@signify.ge

image