მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “მონეტა ექსპრეს ჯორჯია” 15 წელია მოღვაწეობს საქართველოს საფინანსო სექტორში. ორგანიზაციამ აქტიური ფინანსური საქმიანობა 2007 წლიდან დაიწყო დღეს კი 9 ფილიალს ფლობს საქართველოს მასშტაბით.
მონეტა ექსპრესი გახდა პირველი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელმაც ყველა ფილიალის ფრონტ-ოფისში Signify Pad-ებით ბიომეტრიული ხელმოწერა დანერგა და სრულიად გააქრო ფურცლები კლიენტთა მომსახურების პროცესიდან.
Signify-ს პადების დანერგვის შესახებ კომპანიის გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმდჯომარე, ზვიად გუბელაძე გვესაუბრა.
![image](/_next/image/?url=http%3A%2F%2Flocalhost%3A1338%2Fuploads%2Fscreenshot_24_64d0daf8fd.png&w=384&q=100)
გამოწვევა
მონეტა ექსპრესის თითოეული ფილიალი ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელს ემსახურება და ფურცლებზე ხელმოწერა ამ მომსახურების განუყოფელი ნაწილი იყო. ფურცლების გამოყენება ერთი მხრივ ხარჯებთან და გართულებულ საოპერაციო პროცესებთანაა დაკავშირებული:
- ყოველდღიურად გიწევს იზრუნო კარტრიჯების დამუხტვაზე, ფილიალებში საჭირო რაოდენობის ფურცლების, ფაილების და სხვა საკანცელარიო მასალის დისტრიბუციაზე;
- თანამშრომლებს უწევთ ე.გ. "დღის დახურვისთვის" ყველა ამობეჭდილი დოკუმენტის შეგროვება რეესტრების მიხედვით და საოპერაციო სისტემასთან დადარება/უზუსტობების გასწორება;
- ფიზიკური ლოკაციის გამოყოდა არქივისთვის და ფილიალებიდან არქივში დოკუმენტების მუდმივი ტრანსპორტირება.
თუმცა რაც ჩამონათვალზე არანაკლებ მნიშნველოვანია მომსახურების გაჭიანურებული დრო, იმის გამო, რომ მომსახურე პერსონალს და მომხმარებელს უწევთ ფურცლებთან გამკლავება.
![image](/_next/image/?url=http%3A%2F%2Flocalhost%3A1338%2Fuploads%2FScreenshot_2024_04_24_175854_0c05230259.png&w=1920&q=100)
გადაწყვეტა
ზემოთ ჩამოთვლილი გამოწვევების გადასალახად მონეტა ექსპრესმა 2024 წლის თებერვალში ფრონტ-ოფისში დოკუმენტბრუნვა გააციფრულა Signify პადების საშუალებით. პადი წარმოადგენს ელექტრონულ მოწყობილობას, რომელზეც შესაძლებელია ბიომეტრიული ხელმოწერის განთავსება და ეს ხელმოწერა ექსპერტიზებადია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ.
მოხდა Signify-ს პადების მონეტა ექსპრესის საოპერაციო სისტემასთან ინტეგრირება. ამით კი მომსახურების პროცესი ძალიან გამარტივდა:
- კლიენტთა მომსახურებისას დოკუმენტის ინიცირება ხდება საოპერაციო სოფტიდან და დოკუმენტი ხელმოსაწერად პადზე იგზავნება;
- მომხმარებელი დოკუმენტზე ხელს აწერს Signify-ს პადზე;
- ხელმოწერილი ელექტრონული დოკუმენტის ლინკს მომხმარებელი SMS-ით იღებს.
![image](/_next/image/?url=http%3A%2F%2Flocalhost%3A1338%2Fuploads%2FPad_ze_posti_adc7cbb57d.png&w=3840&q=100)
როგორი იყო დანერგვის პროცესი
9-ვე ფილიალში პადების დანერგვას დაახლოებით 1 თვე დასჭირდა, ინტეგრაციას კი - რამოდენიმე დღე. დანერგვა მოხდა ეტაპობრივად. თავდაპირველად სატესტოდ გაეშვა საპილოტე პროექტი ყველაზე პატარა ფილიალში.
დაკვირვების ობეიქტს არა მხოლოდ საოპერაციო პროცესები წარმოადგენდა, არამედ, და უფრო მეტად, კლიენტთა რექაცია - უარყოფითად არ მიეღოთ ცვლილება და არ მოეთხოვათ ამობეჭდილი დოკუმენტები.
![image](/_next/image/?url=http%3A%2F%2Flocalhost%3A1338%2Fuploads%2FScreenshot_2024_04_23_135821_614594684c.png&w=1920&q=100)
ბიზნეს შედეგი სულ რამოდენიმე კვირაში
მიუხედავად იმისა, რომ პადები რამოდენიმე თვეა გაეშვა, შედეგების დანახვა უკვე შესაძლებელია:
- მომსახურების დრო ასწრაფდა და კლიენტებიც კმაყოფილები არიან;
- თანამშრომლები ბედნიერები არიან, ვინაიდან "დღის დახურვას" 30-40 წუთის ნაცვლად 10 წუთში ასრულებენ და სახლში დროულად მიდიან;
- შემცირდა საოპერაციო ხარჯები და რაც მთავარია, დოკუმენტების 2 არქივიდან 1 უკვე დაიხურა.
![image](/_next/image/?url=http%3A%2F%2Flocalhost%3A1338%2Fuploads%2FScreenshot_2024_04_23_150353_3644d2e642.png&w=1920&q=100)
Signify პადები
გაიგე მეტი Signify-ს პადების შესახებ ჩვენს ვებ გვერდზე.
თუ გსურს შენც გამოცადო Signify პადები კომპანიაში, ან გაქვს კითხვები - მოგვწერე: info@signify.ge
![image](/_next/image/?url=http%3A%2F%2Flocalhost%3A1338%2Fuploads%2FFront_Office_Hero_b34610ce4b.png&w=3840&q=100)