აჭარაფეიმ Signify პადებით მომსახურების დრო გაანახევრა

image

ხელმოწერის პადი პლანშეტის მსგავსი ელექტრონული მოწყობილობაა, რომელიც ფრონტ ოფისებში დოკუმენტების გაციფრულების საშუალებას იძლევა. იგი ინტეგრირდება შიდა საოპერაციო სისტემასთან და დოკუმენტზე ხელმოწერას ელექტრონულად აგროვებს.

თავადაც რომ არ გქონდეთ გამოცდილება პადზე ხელის მოწერისა, ლოგიკურად მაინც შეძლებდით ჩამოგეთვალათ რა უპირატესობა აქვს მას ფურცლებთან შედარებით: ასწრაფებული სერვისი, შემცირებული რიგები, ქაღალდის და პრინტერის დაზოგილი ხარჯები და ა.შ. თუმცა ამ სიკეთის მიღმა არის მთელი რიგი პროცესები, რომლებიც უბრალოდ საჭირო აღარაა, როდესაც ფრონტ დესკის დოკუმენტებს Signify-ს ხელმოწერის პადით აწარმოებთ.

სწორედ მთელი რიგი გრძელი და დამღლელი ბიუროკრატიული და საოპერაციო პროცესები წარსულს ჩააბარა აჭარეფეიმ 2024 წლის აგვისტოში, როცა სერვისცენტრებში Signify-ის პადები შეიტანა. 

სიახლის დანერგვის დეტალებსა და მიღწეულ შედეგებს კომპანიის საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლაშა არჯევნიშვილი გვიზიარებს.

კომპანიის შესახებ

აჭარაფეი საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი საგადახდო პროვაიდერია, რომელიც ეროვნული ბანკის მიერაა რეგისტრირებული 2013 წელს. კომპანია ამჟამად 14 სერვისცენტრს ფლობს საქართველოს მასშტაბით და მისი ძირითადი პროდუქტი "ინკოგნიტო ბარათია". "ინკოგნიტო ბარათი" არასაბანკო გადახდის მეთოდია, რომელიც მომხმარებელს ელ. საფულეზე აქვს მიბმული და შეუძლია ისარგებლოს ისეთი ფუნქციებით, როგორიცაა:

  • საქართველოს მასშტაბით 2000-ზე მეტი პარტნიორი ბანკისა და აჭარაფეის სერვისცენტრებში განთავსებული ბანკომატიდან თანხის განაღდება;
  • სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ანგარიშსწორება;
  • აჭარაბეთის ანგარიშზე თანხის შეტანა და სერვისებით სარგებლობა.

იმისათვის, რომ აჭარაფეის სერვისცენტრებში მომსახურებით ისარგებლოთ, საჭიროა შემდეგი დოკუმენტების ხელმოწერა:

  • განაცხადი და KYC - ანგარიშის გასახსნელად და ბარათის დასამზადებლად
  • გასავლისა და შემოსავლის ორდერები - ანგარიშიდან თანხის გასატანად ან შესატანად

Signify-ის ხელმოწერის პადების დახმარებით, აღნიშნული დოკუმენტები უკვე ელექტრონულად იწარმოება. საგულისხმოა, რომ პადები აჭარაფეის სერვისცენტრებში 2024 წლის აგვისტოში გაეშვა, თუმცა მცირე პერიოდის მიუხედავად, მომხმარებლის პოზიტიური გამოცდილება პირველსავე დღეებში თვალსაჩინო გახდა.

საპილოტედ პადები 2 ფილიალში გავუშვით. გვაინტერესებდა რამდენად მიიღებდნენ სიახლეს მომხმარებლები, რა ზეგავლენას იქონიებდა სერვისის დროზე, როგორ შეეგუებოდნენ თანამშრომლები. წამოსული უკუკავშირი იმდენად სტიმულის მომცემი იყო, რომ მესამე დღეს გადავწყვიტეთ ყველა ფილიალში შეგვეტანა პადები და რაც შეიძლება მოკლე დროში.

author avatar
ლაშა არჯევნიშვილი
საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი

ამ Case Study-ში დაწვრილებით მოგიყვებით პადების დანერგვის შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე.

გამარტივებული არქივი

აჭარაფეი არქივაციის სერვისს კერძო კომპანიისგან იღებს. შეთანხმებისამებრ კერძო კომპანია თითოეული ფილიალიდან უზრუნველყოფს დოკუმენტების ყუთების დისტრიბუციას თავის საწყობში. დისტრიბუციის გრაფიკიც სხვადასხვაა, დამოკიდებულია თითოეული სერვისცენტრის მიერ გენერირებული დოკუმენტების რაოდენობაზე.

დოკუმენტის მოძიებაზეც აღნიშნული კომპანიაა პასუხისმგებელი — ხელშეკრულების პირობებით, კომპანია ვალდებულია 2-3 სამუშაო დღეში მოიძიოს მოთხოვნილი დოკუმენტი. თუმცა ხშირია ისეთი ფაქტებიც, როცა დოკუმენტი აღრიცხვის დროს მითითებულ ყუთში არ აღმოჩენილა და საჭირო გამხდარა სხვა ყუთებში ძიება. ამ შემთხვევაში სერვისის გამწევი კომპანია დამატებით დროს იღებს სამუშაოს შესასრულებლად. წარმოიდგინეთ, რომ მთელი ამ პროცესის გავლა საჭიროა 1-2 დოკუმენტზე, ხოლო იმ შემთხვევაში თუ აუდიტის პროცესში მიერ ბევრი დოკუმენტის მოძიებაა მოთხოვნილი, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად შესაძლოა თვეებიც კი იყოს საჭირო.

image

რაც უფრო ხანგრძლივი იყო მოძიების პროცესი, სერვისის საფასურიც იზრდებოდა. თუ მითითებულ ყუთში არ აღმოჩნდებოდა დოკუმენტი, სერვისის თანხა დაიანგარიშებოდა იმის მიხედვით, თუ რამდენ დამატებით ყუთში გახდებოდა საჭირო ძიება.

author avatar
ლაშა არჯევნიშვილი
საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი

Signify-ზე შექმნილი, გაგზავნილი, დასრულებული თუ დაუსრულებელი ყველა დოკუმენტი შესაბამის საქაღალდეში განუსაზღვრელი დროით იყრის თავს. ქლაუდზე განთავსებული არქივიდან რამდენიმე თვისა და დღის ნაცვლად, კომპანია დოკუმენტებს წუთებში, ციფრულ სივრცეში, პოულობს.

არქივის სქემა მარტივია, თითოეულ თანამშრომელზე გენერირდება პერსონალური არქივის საქაღალდე, რომელზედაც წვდომა მხოლოდ მას, ფილიალისა და რეგიონალურ მენეჯერებს აქვთ.

image

დოკუმენტის მოძიებისთვის საჭიროა, რომ გაიხსენო 1 ნებისმიერი დეტალი ან საკვანძო სიტყვა, რომელიც მასთან არის დაკავშირებული ან უბრალოდ, გამიყენო ფილტრი.

დანერგვიდან დღემდე დაგროვებული დოკუმენტებით რომ ვიმსჯელოთ, მარტო არქივში გასაგზავნი მექნებოდა 23 ყუთი და ახლა არაფერი არ მაქვს გასაგზავნი.

author avatar
ლაშა არჯევნიშვილი
საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი

ასწრაფებული სერვისი

Signify-ს პადების დანერგვამდე, სერვისის გაწევისას, ყველაზე დიდი გამოწვევა დოკუმენტებთან გამკლავება იყო. თანამშრომლებს ხელით უწევდათ ისეთი დეტალების შემოწმება, როგორებიცაა: ნამდვილად მოეწერა თუ არა დოკუმენტს ხელი, რამდენად გარკვევით არის ხელმოწერა და სხვა. იყო შემთხვევები, როცა ხელმოწერის ადგილას მომხმარებელი უბრალო ჩანაწერს ან არავალიდური მოხაზულობის ხელმოწერას ათავსებდა (მაგ: ხაზი, X ან სხვა სიმბოლო). გაპარული შეცდომების გარდა, აღნიშნული პროცესი სერვისის დროსაც ზრდიდა.

image

Signify-სთან ერთად ოპერატორის საქმე ბევრად გამარტივდა, იგი საოპერაციო სისტემიდან აგენერირებს წინასწარ დაშაბლონებულ დოკუმენტს და ხელმოწერებს პადით აგროვებს. რაც ყველაზე მთავარია, პადზე ხელმოწერის ვალიდაციაა გააქტიურებული, რაც ნიშნავს იმას, რომ თუკი ხელმოწერა არავალიდური მოხაზულობისაა (ზედმეტად მარტივია), პადი ხელმოწერას არ იღებს და მომხმარებელს ატყობინებს, რომ ხელი უფრო გარკვევით მოაწეროს. ხელმოწერილი დოკუმენტი კი ავტომატურად აისახება საოპერაციო სისტემაში და ამავდროულად, Signify-ის ქლაუდ არქივში.

თითოეული სერვისისთვის დოკუმენტების შაბლონები ისეა შედგენილი, რომ შეუძლებელია გამოგრჩეს მასში რაიმე ინფორმაციის შეყვანა, ასეთ შემთხვევაში სისტემა პროცესის დასრულების შესაძლებლობას არ მოგცემს. ამის გამო გაცილებით შემცირდა შეცდომის რისკები და გარდა იმისა, რომ თანამშრომლის მიერ გადამოწმებაში დახარჯული დრო დაიზოგა, საქმესაც ნაკლები სტრესით ასრულებენ.

ყველაზე დიდი დრო ანგარიშის გახსნას სჭირდება, ვინაიდან დამატებით დოკუმენტად საჭიროა KYC-ს შევსება. პადების დანერგვიდან 1 თვის შემდეგ აღნიშნული სერვისის დრო საგრძნობლად შემცირდა და ჩვენი გაანგარიშებით 65%-ით ასწრაფდა.

author avatar
ლაშა არჯევნიშვილი
საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი

გამქრალი რუტინა

ფილიალის მენეჯერის ყოველდღიური სამუშაო რუტინა დღის ბოლოს თანამშრომლებისგან დოკუმენტების ჩაბარებასთან, პროგრამასთან დადარებასთან და აღრიცხვასთან იყო დაკავშირებული. ეს სამუშაო მოიცავდა ისეთ პროცესებსაც, რომლებიც დღეს, პადების დახმარებით, საერთოდ აღარაა საჭირო:

  • ფილიალის მენეჯერს აღარ უწევს თითოეული დოკუმენტის გადაფურცვლა და შემოწმება, დოკუმენტი ხომ სწორადაა შედგენილი და ხომ სწორადაა ხელმოწერილი
  • ფილიალის მენეჯერს აღარ უწევს Word-ის დოკუმენტში აღრიცხვის ფურცლის შედგენა და ყუთების გამზადება არქივაციისთვის

ახლა ფილიალის მენეჯერი მხოლოდ ელექტრონულ არქივს ამოწმებს, თითოეულ სერვისზე საოპერაციო პროგრამაში ხომ სწორი რაოდენობის და სახეობის დოკუმენტია მიბმული.

გაძლიერებული ბრენდი

გარდა დაზოგილი რესურსისა, ასწრაფებული პროცესებისა, კმაყოფილი თანამშრომლებისა და მომხმარებელისა, ლაშამ პადების მიერ მოტანილ სიკეთეებზე ბრენდის ჭრილშიც ისაუბრა.

აჭარაფეის ბრენდის ერთ-ერთი მნიშნველოვანი მიმართულება გარემოზე ზრუნვაა. კომპანიაში ბრენდის სულისკვეთება ნარჩენების გადახარისხების სხვადასხვა ინიციატივასა თუ აქტივობაში ითარგმნება. დოკუმენტების ელექტრონული სახით წარმოებამ კი კომპანიასა და მის თანამშრომლებს მნიშვნელოვანი სტიმული მისცა, რათა გარემოზე ზრუნვის მიმართულებით კიდევ უფრო მასშტაბური წვლილი შეეტანათ და ბრენდის ღირებულება ახლა ფურცლებისა და ტყის საფარის დაზოგვაში გაეცოცხლებინათ.

შედეგი რიცხვებში
14Kხელმოწერილი დოკუმენტი
2,2ხის ექვივალენტი დაზოგილი ფურცელი
65%-ით ასწრაფებული სერვისი

მოითხოვე ზარი

დაგვიტოვე შენი ნომერი, ჩვენ მალე დაგირეკავთ