ამ მხრივ ყველაფრის ხელით მართვა და ადამიანური რესურსით გამკლავება ძალიან რთულია, განსაკუთრებით კი დოკუმენტებთან დაკავშირებული პროცესების, რომელთაც როგორც რეგულაციები და კანონი, ისე მომხმარებელი, მკაცრად აკონტროლებს.
დღევანდელ გარემოში, როცა ჯანდაცვის სფერო სწრაფად ვითარდება და ციფრული ტრანსფორმაცია გარდაუვალია საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებისთვის, სიზუსტეს, მონაცემების მართვასა და დამუშავებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. საკანონმდებლო სტანდარტები უფრო და უფრო უახლოვდება დასავლურ მიდგომებს, რაც პაციენტების პერსონალური მონაცემების კანონის დაცვით დამუშავებასა და შენახვას გულისხმობს. ამავდროულად, საერთაშორისო აკრედიტაცია და სერტიფიცირება უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს საოპერაციო პროცესების სტანდარტიზაციის მიმართულებით.
შესაბამისად Signify-ს პლატფორმით დღითი დღე უფრო მეტი სამედიცინო დაწესებულება ინტერესდება, რომლებიც პროცესების გაციფრულებით ცდილობენ მომსახურების, საოპერაციო, ფინანსური თუ HR დოკუმენტბრუნვის გამარტივებას.
დოკუმენტბრუნვის გამარტივებისთვის კომპანიები Signify-ს ვებ-პლატფორმასა და ხელმოწერის ელექტრონულ პადებს, პლანშეტისმაგვარ ფიზიკურ მოწყობილობებს იყენებენ.
Signify პადები, როგორც პაციენტის რეგისტრაციის მარტივი და მოსახერხებელი გზა
თანამედროვე სამყაროში სერვისსა და მომხმარებლის კმაყოფილებასაც ზუსტად ისეთივე როლი აქვს, როგორიც ზუსტ და ხარისხიან სამედიცინო გამოცდილებას, რაც ზრდის კლინიკების მხრიდან სერვისის გაუმჯობესებისთვის გაწეულ ინვესტიციებს. დღეს მომხმარებლებს უკვე აქვთ ფართო არჩევანი და მცირე დისკომფორტიც კი შესაძლებელია, რომ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზეზი გახდეს.
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სამედიცინო დაწესებულებაში ამბულატორიული ვიზიტის დროს პაციენტს უწევს ხელი მოაწეროს უამრავ თანხმობის დოკუმენტს. აღნიშნული დოკუმენტების რაოდენობა არის ძალიან ბევრი, ვინაიდან თანხმობების დიდ ნაწილზე ხელს აწერ ყოველი ვიზიტის დროს. რაც თავის მხრივ პრობლემას ქმნის კლინიკისათვის.
ყველაზე დიდი პრობლემა რაც იყო, არის ის რომ აღნიშულ დოკუმენტზე ხელის მოწერის დროს პაციენტის მხრიდან ისმებოდა უამრავი შეკითხვა, რაც აფერხებდა პაციენტების ნაკადის მოძრაობას და ქმნიდა რიგს. მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა იყო უამრავი ფურცლის არსებობა, რაც თავის მხრივ იყო დასამენეჯმენტებელი, დასალაგებელი და დასაარქივებელი.
ამის გამო სამედიცინო ორგანიზაციების ერთ-ერთი მტკივნეული მომენტია პაციენტის რეგისტრაციისას მთელი რიგი ფორმალური თანხმობების მოპოვება, ვინაიდან ეს პოცესი მოიცავს ხანგრძლივი დოკუმენტაციების შევსებას, გრძელ რიგებსა და შეცდომების რისკს.
ძალიან გვიჭირდა დოკუმენტაციის წარმოება რეგისტრატურაში. ვიღაცას აუცილებლად გამორჩებოდა თანხმობაზე ხელმოწერის შეგროვება, ვიღაცა ხელს მოაწერინებდა მაგრამ არ ასკანერებდა, ელექტრონული არქივი არ არსებობდა, და საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტების ძებნა მუყაოს ყუთებსა და ქაღალდებში გვიწევდა.
სწორედ Signify-იმ შემოგვთავაზა ამ პრობლემის გადაწყვეტა და დავიწყეთ პირველ ეტაპზე ინფორმირებული თანხმობაზე ხელმოწერების შეგროვება Signify-ს ხელმოწერის პადებით.
Signify-ის მიერ დანერგილი ციფრული ხელმოწერის მეთოდოლოგია კი, რომელიც ახლა უკვე ფიზიკური მოწყობილობის, პადების, სახითაც არის ხელმისაწვდომი, სრულად ამარტივებს რეგისტრაციის პროცესს. წარმოიდგინეთ, რომ პაციენტი ყველა საჭირო დოკუმენტზე ხელს აღარ აწერს ათობით ფურცელზე, პერსონალს კი არ უწევს პაციენტთან, პრინტერთან და კომპიუტერთან ერთდროული “თანამშრომლობა”, რათა რეგისტრაცია დაასრულოს.
პარალელურად, Signify-ის პადებზე ხელმოწერილი დოკუმენტაცია უსაფრთხოდ ინახება ერთ, ციფრულ, სივრცეში, სადაც დოკუმენტებზე მუდმივი წვდომა და საჭირო მომენტში მოძიება მარტივია. საგულისხმოა ისიც, რომ პადებზე გაკეთებული ხელმოწერა ბიომეტრიულია და გადის შიფრაციას, იმისათვის, რომ მესამე პირებისთვის არ იყოს ხელმისაწვდომი ისეთი სენსიტიური ინფორმაცია, როგორიც პაციენტის ბიომეტრიული მონაცემებია. სადავო შემთხვევებში კი Signify-ს პადზე ხელმოწერილი დოკუმენტი ექსპერტიზებადია ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროსგან.
Signify-ს ხელმოწერის პადები უკვე ცვლის გამოცდილებას ისეთ წამყვან კლინიკებში, როგორებიცაა: კურაციო, რიხტერი, კლინიკა თიმი, Eu Dent-ი, ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრი და სხვა. ამ კლინიკებმა უშუალოდ გამოსცადეს, თუ როგორ აუმჯობესებს Signify-ის პადები რეგისტრაციის პროცესს და საშუალებას აძლევს მათ პერსონალს ფოკუსირდნენ ხარისხიან სერვისზე და არა ჩახლართულ ადმინისტრაციულ პროცესებზე.
- სიმარტივე - პაციენტებს შეუძლიათ სწრაფად შეავსონ და ხელი მოაწერონ ყველა საჭირო დოკუმენტს, დაწყებული ინფორმირებული თანხმობიდან, დამთავრებული ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ თახმობაზე, პირდაპირ პადზე.
- დაცულობა - Signify-ის პადზე გაკეთებული ხელმოწერა ბიომეტრიულია და არ არის ხელმისაწვდომი მესამე პირებისთვის.
- გამჭვირვალობა - Signify-ის პადზე სრულად ჩანს იმ დოკუმენტის შინაარსი, რომელსაც პაციენტი ხელს აწერს.
ეს არის არანორმალურად დიდი დანაზოგი. დაზღვეული ხარ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში და ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. სამეურნეო ხარჯებსა და ეკომეგობრულობაზეც რომ არაფერი ვთქვათ, მომსახურების პროცესი 2 წუთიდან დაახლოებით 1 წუთი და 10 წამამდე შევამცირეთ.
Signify საოპერაციო პროცესებში
რეგისტრატურის გარდა, Signify-ს პლატფორმას HR, ფინანსურ და სხვა საოპერაციო პროცესებშიც შეხვდებით. იქნება ეს შრომითი ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარებები, შესყიდვის ფორმები, სატენდერო დოკუმენტაცია თუ სხვა - ყველაფერი გაციფრულებადია, თანაც ისე, რომ პროცესები გამარტივდეს და ინდივიდუალურად მოერგოს კლინიკის მოთხოვნებსა და სტანდარტებს.
მეტი თვალსაჩინოებისთვის, კლინიკა თიმის ინსპირაციით რამოდენიმე შაბლონი მოგიმზადეთ, რომლებიც შეგიძლიათ დააკოპიროთ და თქვენც გამოიყენოთ:
ამ ფუნქციონალის უპირატესობა ისაა, რომ არა მხოლოდ დოკუმენტის შიგთავსის დაშაბლონება შეგიძლიათ, არამედ იმ პროცესებისაც, რაც ამ დოკუმენტმა უნდა გაიაროს ინიცირებიდან დასრულებამდე. ეს კი განაპირობებს კომპანიაში შეთანხმებული სტანდარტის ყოველ ჯერზე შესრულებას, ვინაიდან პლატფორმა პროცესიდან გადახვევის საშუალებას არ მოგცემს.
Signify ეს არის ახალი ტექნოლოგია საქართველოში, რომელსაც საკმაოდ დიდი წვლილი შეაქვს სამედიცინო სფეროს განვითარებაში და ცდილობს პროცესების გამარტივებასა და პაციენტებისთვის კომფორტის შექმნას.
ჯანდაცვის სფეროს განვითარებასთან ერთად იზრდება მოთხოვნა სწრაფ, მარტივ და იურიდიულ სტანდარტებთან შესაბამის დოკუმენტბრუნვის პროცესებზე. Signify ამ მიმართულებით გთავაზობთ მრავალფუნქციურ პლატფორმას, რომელიც არა მხოლოდ აციფრულებს დოკუმენტბრუნვას, არამედ ამარტივებს საოპერაციო პროცესებს და კლინიკებს აძლევს საშუალებას კონცენტრირდნენ მთავარზე: ხარისხიან მომსახურებაზე. იქნება ეს პაციენტთა რეგისტრაციის გაუმჯობესება თუ ოპერაციული პროცესების სტანდარტიზება, Signify ცვლის ჯანდაცვის სფეროში მუშაობის პროცესებს.
მოითხოვე ზარი
დაგვიტოვე შენი ნომერი, ჩვენ მალე დაგირეკავთ