გააუმჯობესე თანამშრომლის დაკონტრაქტება

გააციფრულე HR პროცესები და გაამარტივე თანამშრომლების დოკუმენტების მართვა. ნუ დაკარგავ ძვირფას დროს ფურცლომანიაზე.

hr use case image

გაგიმარტივებს სრულ პროცესს

გაგზავნე და აკონტროლე

შაბლონების გამოყენებით დოკუმენტების გაგზავნა სულ რამდენიმე კლიკშია შესაძლებელი. შენ კი ლაივში დაინახავ, ვინ გახსნა, ვინ მოაწერა ან ვის ხელმოწერას ელოდები.

feature-image

გამარტივებული ხელის მოწერა

მოაწერინე თანამშრომელს ხელი ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერი მოწყობილობით. რაც მთავარია, მას რეგისტრაცია არ დასჭირდება, რაც კიდევ უფრო გაგიმარტივებს დაკონტრაქტების პროცესებს.

feature-image

თანამშრომლის ონბორდინგი

ონბორდინგის პროცესების გაციფრულებით ადმინისტრაციული სამუშაოები საგრძნობლად გაგიმარტივდება. აღარ დაგჭირდება ახალი თანამშრომლების მონაცემების ხელით მოგროვება, ისინი თავად შეძლებენ შეავსონ დოკუმენტებში პირადი ინფორმაცია და ატვირთონ მნიშნველოვანი საბუთები, მაგ. პირადობის მოწმობის ასლი.

feature-image

ჯგუფური გაგზავნა

Signify-ზე შეგიძლია ერთდროულად ათასობით კონტრაქტი დაარედაქტირო და გაგზავნო რამდენიმე კლიკით, თანაც ისე, რომ ყველა თანამშრომელმა შესაბამისი პერსონალური ინფორმაციის მქონე დოკუმენტი მიიღოს.

feature-image

შეინახე და მართე

შეინახე ყველა დოკუმენტი ერთ სივრცეში. მიანიჭე სხვადასხვა თეგები და მოძებნე საჭირო დოკუმენტი უმარტივესად, მაგ. კონკრეტული თეგით, მიმღების სახელით ან თარიღით. შექმენი საზიარო საქაღალდეები გუნდისთვის, სამუშაოს გასამარტივებლად.

feature-image

რას ყვებიან Signify-ს მომხმარებლები

video-frame

“დღეს კომპანიაში ვიცით, რომ დოკუმენტაცია არის დაცული, თავმოყრილია საერთო პლატფორმაზე და პროცესის ადმინისტრირებაც გაცილებით იოლია. აქვე აღვნიშნავ, რომ სიგნიფაის ჰყავს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური Support-ი, რომელიც ძალიან სწრაფად ერთვება ყველა პროცესში და მუდმივად ცდილობს, უკეთესი სერვისები შემოგვთავაზოს.”

video-frame

”Signify-ს დახმარებით თვეში 100-ზე მეტ დოკუმენტზე ხდება ხელმოწერა. აგვისტოს თვეში გავაფორმეთ შრომითი ხელშეკრულებები 150-მდე თანამშრომელთან და საათზე ნაკლებ დროში ორივე მხრიდან ხელმოწერილი დოკუმენტი მზად მქონდა, ამით კიდევ ერთხელ მივხვდი ამ პლატფორმის მნიშვნელობას."

video-frame

"Signify-ს საშუალებით კომპანიაში შესაძლებელი გახდა, როგორც შიდა დეპარტამენტებს, ასევე გარე კომპანიებს შორის დოკუმენტების სრულად გაციფრულება. შედეგად დაჩქარდა პროცესები, გაადვილდა კომუნიკაცია, დაიზოგა ადამიანური რესურსი და დრო."