გაგიმარტივებს სრულ პროცესს
გაგზავნე და აკონტროლე
შაბლონების გამოყენებით დოკუმენტების გაგზავნა სულ რამდენიმე კლიკშია შესაძლებელი. შენ კი ლაივში დაინახავ, ვინ გახსნა, ვინ მოაწერა ან ვის ხელმოწერას ელოდები.
შეინახე და მართე
შეინახე ყველა დოკუმენტი ერთ სივრცეში. ასე მარტივად მოძებნი მათ კომპანიის სახელით, მიმღებით ან თარიღით. შექმენი საქაღალდეები გუნდისთვის, სამუშაოს გასამარტივებლად.
დადასტურება
თუ დოკუმენტის ხელმოწერამდე მისი დადასტურება გჭირდება, უბრალოდ ჩასვი შესაბამისი პირი, მიუთითე მისი როლი და ხელმომწერები დადასტურებისთანავე ავტომატურად მიიღებენ დოკუმენტს.
ID ბარათით / ელ. შტამპით ხელმოწერა
თუ დაგჭირდა, Signify ხელმოწერის დამატებით მეთოდებს გთავაზობს. მათ შორისაა ID ბარათით და კომპანიის ელ. შტამპით ხელის მოწერა, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ოფიციალურ რეგულაციებს.
შაბლონები
შაბლონები რუტინული პროცესების გამარტივებაში დაგეხმარება, ისე, რომ დოკუმენტების გაგზავნას 3 კლიკში შეძლებ. შექმენი ხშირად განმეორებადი პროცესებისთვის შაბლონები და რაც მთავარია, მათ გამოყენებას მთელი გუნდი შეძლებს.