გაგიმარტივებს სრულ პროცესს
მარტივად გაგზავნე
ყოველდღიურად გაყიდვების გუნდს უამრავ დოკუმენტთან, ინვოისთან თუ კონტრაქტთან აქვს შეხება. Signify-ის შაბლონები კი რუტინული პროცესების გამარტივებაში გეხმარება. მათი გამოყენებით დოკუმენტების გაგზავნა სულ რამოდენიმე კლიკშია შესაძლებელი.
თვალი ადევნე დოკუმენტის სტატუსს
დაივიწყე კლიენტებთან ჩამორეკვა და გაგზავნილი დოკუმენტის სტატუსის მარჩიელობა. Signify-ის დეშბორდზე ზუსტად დაინახავ ვინ მიიღო, გახსნა და მოაწერა ხელი საბუთებს და ვისთანაა გაჭედილი პროცესი.
პროცესის სრული ავტომატიზაცია
მიუთითე დოკუმენტის მიმღებებთან გაგზავნის თანმიმდევრობა, აირჩიე მათი როლები (ხელმომწერი, დამდასტურებელი, ...), დააყენე ავტომატური შეხსენებები და რაც მთავარია, შეინახე მთლიანი პროცესი შაბლონად ხშირად განმეორებადი დოკუმენტებისთვის.
შენი ბრენდირება
მომხმარებელთან გაგზავნილი დოკუმენტიც ბრენდის შეხების წერტილია. ამიტომ, მოირგე დიზაინი, შეცვალე ფერები, ჩასვი ლოგო და გაიმეორე შენი ბრენდის სტილი Signify-ზეც.
ხელმოწერა მარტივია
შენი მომხმარებლები დოკუმენტის ნახვას ნებისმიერი ადგილიდან შეძლებენ, იქნება ეს სახლი, ოფისი თუ სხვა. ხელის მოწერა შესაძლებელია, როგორც დესკტოპ, ისე მობილური მოწყობილობიდან, თანაც რეგისტრაციის გარეშე.